იოანე ოქროპირი (ბიზანტია)
ვიკიპედიიდან
იოანე ოქროპირი (დ. 344 და 354 წლებს შორის, ანტიოქია – გ. 14 სექტემბერი, 407, კომანის ახლოს, პონტო), ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.

