იოანე მინჩხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე მინჩხი — X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფის გიორგი II-ის (922-957) თანამედროვე. წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სოფ. ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ პალესტინაში, სინის მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978-988) მოთავსებულია იამბიკური საზომით დაჭერილი იოანე მინჩხის 4 საგალობელი (გამოაქვეყნა ი. ჯავახიშვილმა 1947). ჰიმნოგრაფიაში მან შემოიღო ახალი სალექსო ფორმა მინჩხური.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • იოანე მინჩხის პოეზია / ტექსტი გამოსაც. მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ლელა ხაჩიძემ ; საქ. სსრ მეცნ. აკად., ხელნაწ. ინ-ტი — (ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, X/სერიის სარედ კოლ.: ელ მეტრეველი (მთ. რედ.) და სხვ.) თბილისი : მეცნიერება, 1987.
  • ჯღამაია ლ., ქსე, ტ. 5, გვ. 190, თბ., 1980
  • ჯავახიშვილი, სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბილისი, 1947.
  • კეკელიძე, ახალი შრომა ძველი ქართული პოეზიის შესახებ, ლიტერატურული ძიებანი, XI, 447-461. ეტიუდები, VI.
  • ე. თაყაიშვილი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები, პარიზი, 1933.
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. ს. ყუბანეიშვილის მიერ, I, თბილისი, 1946.
  • პ. ინგოროყვა, ძველი ქართული პოეზია, თხზულებათა კრებული, ტ. III, თბ. 1965.