იოანე გუთელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე გუთელი (დ. ? პარტენიტი, ყირიმი — გ. 790, ამასტრიდა) — VIII საუკუნის წმინდანი. მისი მოხსენიების დღეა 1 ივნისი.

ადრეულ ასაკში აღიკვეცა ბერად. მან იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმებრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775 წწ.) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმინდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. იგი მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. მცხეთაში დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმინდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბ., 2001

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]