ინშალლაჰ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინშალლაჰ (არაბ.: ان شاء الله, ინ შა'ა 'ლ–ლაჰ) არაბული ფრაზაა, რომელსაც მუსლიმები წარმოთქვამენ იმედის გამოსახატავად, რომ ესა თუ ის ხსენებული მოვლენა მომავალში მოხდება. მისი უახლოესი ქართული ვარიანტია „ღვთის ნებით“, "თუ ღმერთი ინებებს", თუმცა არაბულ ფორმას უფრო ხაზგასმულად რელიგიური დატვირთვა აქვს.

ეს სიტყვა მსოფლიოს სხვა ერებშიც გავრცელდა და ხშირად გამოიყენება რაიმეს გაკეთების სურვილის გამოსახატავად, რაც შესაძლოა ფაქტობრივად არ მოხდეს. შენიღბულად ის ასევე გამოხატავს მავანის ყოყმანს, თუ ის ვალდებულია რაიმეს დათანხმდეს, თუმცა საპირისპიროს ამჯობინებს.

ესპანური ფრაზა ojalá que და პორტუგალიური oxalá („ვიმედოვნებ“) მომდინარეობს ფრაზიდან law šá lláh („ღვთის ნებით“). ეს ერთ-ერთია იმ მრავალ სიტყვათაგან, რომელიც არაბულიდანაა ნასესხები სამხრეთ ესპანეთის VIII-დან XV საუკუნემდე მუსლიმთა ბატონობაში ყოფნის გავლენით.