ინუინაქტუნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ინუინაქტუნი Inuinnaqtun |
|
| გავრცელებულია | |
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | 4.000 |
| ოფიციალური სტატუსი | |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ესკიმოსურ-ალეუტური ენები
|
| დამწერლობის სისტემა | ლათინური |
| ენის კოდები | ISO 639-1: iu ISO 639-2: iku ISO 639-3: ikt, iku |
ინუინაქტუნი — ჩრდილოეთ კანადის ადგილობრივი ენა. არ არსებობს ერთიანი მოსაზრება მისი სტატუსის შესახებ. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას ინუკტიტუტის დიალექტად განიხილავს, რადგან ამ ენასთან მჭიდრო ნათესაური კავშირი და მსგავსება აკავშირებს. ნუნავუტისა და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების პროვინციების მთავრობებმა ინუინაქტუნი ინუკტიტუტთან ერთად რეგიონის ოფიციალურ ენად აღიარეს.[1]
ინუინაქტუნზე საუბრობს კიტიკმეოტის რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი დასახლებების, კეიმბრიჯ-ბეისა და კუგლუკტუკის მაცხოვრებლები, ასევე იოა-ჰეივენის მოსახლეობა. ინუკტიტუტისაგან განსხვავებით ინუინაქტუნი იწერება არა კანადის ჩრდილოეთში გავრცელებული ადგილობრივი მარცვლოვანი დამწერლობით, არამედ ლათინური ანბანით.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Northwest Territories Official Languages Act, 1988 (as amended 1988, 1991-1992, 2003)
სტატიის