ინტრაზონალური მცენარეულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტრაზონალური მცენარეულობამცენარეულობა, რომელიც არ ქმნის დამოუკიდებელ ზონას და, აზონალური მცენარეულობისაგან განსხვავებით, ჩართულია გარკვეულ ზონაში. მაგალითად, მლაშობი და ბიცობი ნიადაგების მცენარეულობა უდაბნოსა და ველის (სტეპის) ზონებში. ჩბეულებრივ, ინტრაზონალური მცენარეულობას უფრო მცირე ფართობი უკავია, ვიდრე ზონალურს. მაგრამ ზოგან ადგილობრივი ბუნებრივი პირობების გამო (რელიეფი, ნიადაგი) სჭარბობს კიდევაც მას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]