ინტერსექსუალობა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ინტერსექსუალობა, აკუმობა, ცალსქესიან ცხოველში ორივე სქესის ნიშან-თვისებების არსებობა. ეს ნიშნები შუალედურია და ბოლომდე განუვითარებელი (ჰერმაფროდიტიზმი), ამასთანავე, ვლინდება სხეულის ერთსა და იმავე ნაწილზე. ასეთი ორგანიზმის ემბრიონი მეორე სქესის ნიშნების მოგვიანებით იძენს. ინტერსექსუალობა რამდენიმე ტიპისაა: ზიგოტური ანუ გენეტიკური ინტერსექსუალობა გამოწვეულის სასქესო ქრომოსომებისა და გენების კომპლექტის ნორმიდან გადახრით, ჰორმონული ინტერსექსუალობა ისეთ ცხოველებში ვითარდება, რომელთა სასქესო ჯირკვლები გამოიმუშავებენ მეორეული სასქესო ნიშნების განმსაზღვრელ ჰორმონებს. ასეთი ცხოველის კასტრაციისა და მასში მეორე სქესის სასქესო ჯირკვლების გადანერგვისას ორგანიზმი ინტერსექსი ხდება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 180, თბ., 1980 წელი.
სტატიის