ინოცერამები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინოცერამები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Inoceramus

ინოცერამები (ლათ. Inoceramus) — მოლუსკების ნამარხი გვარი ორსაგდულიანების კლასისა. მიეკუთვნება ინოცერამიდების ოჯახს. ინოცერამების სახეობები მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა ცარცული პერიოდის დროს. მისი მრავალი მაგალითი გამოვლინებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. დიდი რაოდენობით გვხვდება ასევე ცარცულ გალტ-კლეიში, რომელიც საფუძვლად უდევს ქალაქ ლონდონს. ნამარხი ინოცერამების სხვა პუნქტები არსებობს აგრეთვე ვუნკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში, აშშ-ში (ტეხასი, ტენესი, კალიფორნია), ალასკაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: