ინკების რელიგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტატიები თემატიკაზე
ინკების ცივილიზაცია
Before Machu Picchu.jpg
საზოგადოება
განათლება
რელიგია
მითოლოგია
გზები
არმია
სოფლის მეურნეობა
სამზარეულო
ინკების ისტორია
ინკების იმპერია
დაპყრობა

ინკების რელიგია — მიუხედავად იმისა, რომ ინკები საკმაოდ ტოლერანტულები იყვნენ მათ მიერ დაპყრობილი ხალხების რელიგიის მიმართ, ისინი მინც აიძულებდნენ მათ ეღიარებინათ სახელმწიფო რელიგია, ისე რომ ადგილობრივი მრწამსის აღიარებას არ უშლიდნენ. ინკების იმპერია თეოკრატიული იყო, რომლის სათავეშიც იდგა საპა ინკა, რომელიც მზის ღმერთის შვილად ითვლებოდა. ყოველი მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ და შემდეგ, ინკები მთავარ ღმერთებს შესაწირს უძღვნიდნენ. ყოველ ასეთ რიტუალს ანაცვლებდა იმპერიისათვის მიძღვნილი სახალხო სამუშაოები, რომელსაც თან ახლდა საყოველთაო სმა-ჭამა და გართობა. მზის ღმერთის შვილისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი დღესასწაული იყო ინტი რაიმი, რომელიც ცხრა დღე ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროს საპა ინკა მოიმარაგებდა აკაჩიჩას - სიმინდის ლუდს. პირველად მას მთავარ ღვთაებას სთავაზობდა, შემდეგ თვითონ მირთმევდა, შემდეგ დიდგვაროვნები და ბოლოს უბრალო ხალხი.

ინკების უმთავრესი ღმერთი იყო მზე. მზის კულტი მთელი იმპერიის ოფიციალურ ღვთაებად ითვლებოდა. ამ კულტისადმი თაყვანის საცემად, ინკები აშენებდნენ უამრავ ტაძარს, რომელთგან მთელს იმპერიაში უმთავრესი იყო კორიჩანჩას ტაძარი კუსკოში. ეს ტაძარი წმინდათწმინდათ ითვლებოდა იმპერიის მასშტაბით. სამწუხაროდ, დღეს იგი დანგრეულია და მხოლოდ რამდენიმე კედელიღაა შემორჩენილი. მზის კულტის ტაძრებს ინკები მთელი იმპერიის ტერიტორიაზე მრავლდ აშენებდნენ, რომელთაგან ზოგიერთმა ჩვენს დრომდეც მოაღწია. ერთ-ერთი ასეთია პერუში მდებარე ვილკაშუმანის ტაძარი. პერუს უმაღლესი მწვერვალის, ოსკარანის მახლობლად შეგვიძლია ვნახოთ ტაძარი, სადაც სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა. ერთ-ერთი შესანიშნავი ტაძარი მდებარეობს ტიტიკაკას ტბის ბოლივიის ნაწილში მდებარე კუნძულ ისლა დე სოლზე (ესპ. მზის კუნძული).

მზის ღმერთამდე, ინკების მთავარი ღმერთი იყო ვირაკოშა, რომლის კულტიც 700 - 1200 წლებში გამოჩნდა. ის ჯერ კიდევ ინკებმდელი ცივილიზაციების მთავარი ღმერთი იყო. ვირაკოშა ნელ-ნელა ჩაანაცვლა მზის კულტმა, რომელიც XV საუკუნეში იმპერატორმა ჩაპაკუტიმ უკვე ოფიციალურად დააკანონა. ამის შემდეგ დაიწყო სხვა კულტების ნელ-ნელა განდევნა, ვირაკოშას უამრავი ტაძარი დაანგრიეს და ისინი ჩაანაცვლეს მზის კულტის ტაძრებით.

ღვთისმსახურები[რედაქტირება]

თითქმის ყველა ტაძარს ყავდა თავისი ქურუმი, რომელიც ტაძარში ცხოვრობდა. ქურუმები ასრულებდნენ წინასწარმეტყველების, ჯადოქრების და მკურნალების ფუნქციას. მთავარი ქურუმი იყო კუსკოს ქურუმი, მას ვილაკ უმუს უწოდებდნენ. ვილაკ უმუს ძალაუფლება მთელი იმპერიის ტაძრებზე ვრცელდებოდა და სწორედ ის ასახელებდა ყველა სხვა დანარჩენი ტაძრების ქურუმების კანდიდატურებს.

მსხვერპლშეწირვა[რედაქტირება]

მსხვერპლშეწირვას ინკებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი ამ რიტუალს თითქმის ყოველდღიურად ასრულებდნენ. მსხვერპლად ძირითადად ცხოველებს სწირავდნენ, განსაკუთრებით ლამას.

გარდა ცხოველებისა, განსაკუთრებული გაჭირვების ჟამს, ეპიდემიებისა თუ ბუნებრივი კატაკლიზმებისას, ინკები მსხვერპლად სწირავდენ ადამიანებსაც. მსხვერპლად შესწირი ადამიანი, უნდა ყოფილიყო კარგი ფიზიკური მონაცემების. მას არჩევდნენ როგორც უბრალო ხალხიდან, ისე კუსკოს დიდებულთაგან.

არსებობს ლეგენდა, თუ როგორ აირჩია საკუთარმა მამამ 10 წლის გოგონა მსხვერპლად შესაწირად და ამისათვის კუსკოში გაგზავნა. ბავშვი საშინელი მეთოდით შესწირეს მსხვერპლად: ანდების მთებში ცოცხლად დამარხეს. ბავშვები განსაკუთრებულად სპეტაკ არსებებად მიიჩნეოდნენ, ამიტომ ხშირი იყო მათი შეწირვა. მსხვრეპლშეწირული ბავშვების სახელზე შემდეგში დღესასწაულებს აარსებდნენ.

რიტუალის დაწყების წინ, ქურუმი ბავშვს ასმევდა ჩიჩას (არყის მსგავსი სასმელი) რათა გაებრუებინა და დაეთრგუნა მისი ფიზიკური თუ სულიერი გრძნობები. მიჩნეულია, რომ ინკები ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ბავშვს სწირავდნენ მსხვერპლად, მაგრამ აღმოჩენილია საფლავები, სადაც 3 -4 მსხვერპლად შეწირული ბავშვია ერთად დამარხული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]