ინკალიახტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინკალიახტა (კეჩ. Inka llaqta, ინკების ქალაქი) — ინკების მომუმენტური ძეგლი ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში, ქალაქ კოჩაბამბიდან 130 კმ-ით აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე.

დასახლება და ციხესიმაგრე აშენდა XV საუკუნეში, ინკა იუპანკის მეფობისას. დასახლების არეალი 80 ჰა-ს მოიცავს. მოგვიანებით, უაინა კაპაკის მეფობისას ის ხელახლა აშენდა. მთავარ შენობას წარმოადგენდა კალიანკა, რომლის ზომები იყო 25 x 78 და რომელიც კოლუმბამდელი ამერიკის უდიდეს შენობად მიიჩნევა. მისი სახურავი 24 სვეტს ეყრდნობოდა.

ინკალიახტა ინკების სამეფოს − ტაუანტინსუიუს 4 პროვინციიდან ერთ-ერთის, კოლასუიუს თავდაცვით, პოლიტიკურ და საცერემონიო ცენტრს წარმოადგენდა.

ქალაქის გათხრები პირველად XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ლოურენს კობენა ხელმძღვანელობდა.

2003 წლის ივლისში, ინკალიახტა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიყვანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]