ინვერსია (გეომეტრია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ინვერსია 1. გეომეტრიაში — 0 ცენტრის მქონე და R რადიუსიანი წრეწირის მიმართ გარდაქმნა, რომლის დროსაც P წერტილი გადადის P' წერტილში, რომელიც მდებარეობს OP სხივზე და დაშორებულია ცენტრიდან OP = R²/OP მანძილით. R² რიცხვს ეწოდება ინვერსიის კოეფიციენტი. ინვერსიის დროს წრფეები და წრეწირები გადადიან წრფეებსა და წრეწირებში, ამასთან, წრეწირები, მაგ., შეიძლება გადავიდეს წრფეებში და პირიქით.
ანალოგიურად განიმარტება ინვერსია სივრცეში სფეროს მიმართ.
2. კომბინატორიკაში — გადანაცვლებაში ორი ელემენტის ნორმალური გალაგების დარღვევა, იმისგან დამოუკიდებლად, ერთმანეთის გვერდით არიან ისინი თუ განცალკევებულნი არიან ერთმანეთისაგან რაიმე ელემენტებით. მაგ., bcade გადანაცვლებაში ელემენტები a და b ადგენენ ინვერსიას, თუ ნორმალურ დალაგებად მივიჩნევთ abcde დალაგებას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 163, თბ., 1980 წელი.