ინდიანა ჯონსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდიანა ჯონსი
„ინდიანა ჯონსის“ პერსონაჟი
Real-indiana-jones.jpg
პირველი გამოჩენა: დაკარგული კიდობნის მაძიებლები
ბოლო გამოჩენა: ინდიანა ჯონსი და ალმასის თავის ქალის სამეფო
შემქმნელი: ჯორჯ ლუკასი
მსახიობი: ფილმები:
ჰარისონ ფორდი
რივერ ფენიქსი
სერიალები
ნილ ბულენი
კორი კერიერი
შონ პატრიკ ფლენერი
ჯორჯ ჰოლი
თამაშები:დაგ ლი
დევის ეში (გახმოვანება)
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი: ინდიანა
ინდი
სქესი: მამრობითი
სპეციალობა: არქეოლოგი
დეკანი
პროფესორი კოლეჯში
სამხედრო
ჯაშუში
ოჯახი: ჰენრი უოლტონ ჯონსი (მამა)
ანა მერი ჯონსი (დედა)
მეუღლე(ები): მერიონ რეივენვუდი
შვილები: ჰენრი უოლტონ ჯონსი III
აღმსარებლობა: ქრისტიანი
ეროვნება: ამერიკელი

ჰენრი ინდიანა უოლტონ ჯონსი უმცროსი, ან მოკლედ ინდიანა ჯონსი — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია სტივენ სპილბერგის ტრილოგიიდან, რომელსაც 2008 წელს მოჰყვა გაგრძელება „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო“.

სექციების სია

პერსონაჟი სხვადასხვა სფეროში [რედაქტირება]

1981 წლის ფილმის დაკარგული კიდობნის მაძიებლები შემდეგ ინდიანა გამოჩნდა კიდევ სამ სრულმეტრაჟიან ფილმში, ორსეზონიან ტელესერიალში, რამდენიმე რომანში, კომიქსების წიგნებში, კომპიუტერულ თამაშებში და გასართობ პარკებშიც კი.

სრულმეტრაჟიანი ფილმები [რედაქტირება]

ინდიანა ჯონსის როლს სრულმეტრაჟიან ფილმებში ასრულებს ჰარისონ ფორდი. პირველი ფილმია დაკარგული კიდობნის მაძიებლები, რომლის მოვლენებიც 1936 წელს ვითარდება. იგი ჰგავს 1930-იანი წლების სერიალებში გამოჩენილ მოგზაურებს. პარალელურად ინდიანა არქეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორია, მარშალის კოლეჯში (კონეკტიკუტში არსებულ მოგონილ კოლეჯში). პირველ ისტორიაში ინდიანა ეჯახება ფაშისტებს, რომლებიც თვალს ადევნებენ მას და ცდილობენ მიითვისონ ბიბლიური დაკარგული კიდობანი.

1984 წლის ფილმი ინდიანა ჯონსი და სიკვდილის ტაძარი მოგვითხრობს 1935 წლის მოვლენებზე. აქ მაყურებელი ბევრ კოშმარს ხედავს - ინდიანა კინაღამ იღუპება, მის მეგობრებს აწამებენ ინდოეთში დაკარგულ ტაძარში. ფილმში ადგილი აქვს ძალადობის სცენებს - მაგალითად, ცოცხლად გულის ამოღებას. ამ მოგზაურობისას ინდიანა ეძებს წმინდა ქვებს.

მესამე ფილმი, 1989 წლის ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომლის მოვლენებიც ვითარდება 1938 წელს, კარგად გვიჩვენებს ინდიანასა და მისი მამის, ჰენრი ჯონსის (შონ კონერი) ურთიერთობას. ფილმში ნაცისტები ეძებენ გრაალის წმინდა სასმისს - სწორედ იმ სასმისს, საიდანაც იესო ქრისტე სვამდა საიდუმლო სერობისას.

მეოთხე ფილმი, ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო გამოვიდა ეკრანებზე 2008 წლის 22 მაისს. მისი მოვლენები მიმდინარეობს 1957 წელს. ინდიანა და მისი მეგობარი მაკი (რეი უინსტონი) ებრძვიან საბჭოთა ჯარისკაცებს აშშ კუთვნილ ტერიტორიაზე. რუსები აშანტაჟებენ ჯონსს და იჭერენ მის შეყვარებულს, მარიონ რეივენვუდს (კერენ ალენი), რომელიც ასევე გამოჩნდა ფილმის პირველ სერიაში. ინდიანა იძულებულია მათთვის ეძებოს დაკარგული ბროლის თავის ქალა.

როლზე შერჩევა [რედაქტირება]

თავდაპირველად სტივენ სპილბერგს სურდა როლზე ჰარისონ ფორდის მიწვევა, მაგრამ ჯორჯ ლუკასი წინააღმდეგი იყო - ფორდი უკვე თამაშობდა მის სამ ფილმში და მას არ სურდა, რომ ეს ყოფილიყო მარტინს სკორსეზესა და რობერტ დე ნიროს კავშირის მსგავსი ურთიერთობა. როლზე რამდენიმე მსახიობი შეარჩიეს, მათ შორის - ტომ სელეკიც. მაგრამ კომპანიას CBS სელეკი არ მოსწონდა, ამიტომაც, სპილბერგის ინიციატივით, ფორდი იქცა ინდიანად. გადაღებამდე 3 კვირით ადრე მან გაიარა შერჩევა და მოწონებული იქნა ლუკასის მიერ.

პროტოტიპები [რედაქტირება]

შემჩნეულია, რომ რამდენიმე რეალური ადამიანი იქცა ინდიანას პროტოტიპად. ესენია:

  • პალეონთოლოგი როი ჩეპმენ ენდრიუსი.
  • იტალიელი არქეოლოგი და ცირკის აკრობატი ჯოვანი ბატისტა ბელცონი
  • პროფესორი, ისტორიკოსი და მკვლევარი ჰირამ ბინგემი III
  • ჩიკაგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი რობერტ ბრეიდვუდი
  • ფრედერიკ ალბერტ-მიტჩელ-ჰედჯსი (ახალი ინდიანას პროტოტიპი)

ჯორჯ ლუკასის თქმით, შონ კონერის მიერ განსახიერებული აგენტი 007 ასევე ნაწილობრივ იქცა ჯონსის პროტოტიპად.

ინდიანა ინდიანამდე [რედაქტირება]

ინდიანად უშუალო გავლენად იქცნენ ლუკასისა და სპილბერგის ბავშვობის გმირები, რომლებიც ჩნდებოდნენ სხვადასხვა ფილმსა თუ კომიქსში. ჰავაის კუნძულებზე დასვენებისას სპილბერგმა ლუკასს გაანდო თავისი ჩანაფიქრი - მას სურდა ჯეიმს ბონდის მსგავსი სათავგადასავლო ფილმის გადაღება, რომელშიც ბევრი იუმორი იქნებოდა.

პერსონაჟს თავდაპირველად ერქვა ინდიანა სმიტი, ესკიმოსური ლაიკის ჯიშის ძაღლის გამო, რომელიც ლუკასს შინ ჰყავდა. სპილბერგს ეს იდეა არ მოსწონდა და მათ "სმიტი" შეცვალეს "ჯონსით". თუმცა, მინიშნება ძაღლზე მაინც ჩნდება ფილმის მესამე სერიაში, რომლის ფინალშიც ჰენრი ჯონსი უყვება ყველას ძაღლზე სახელად ინდიანა, რაც სხვა მგზავრების სიცილს იწვევს.

ჩაცმულობა და იარაღი [რედაქტირება]

როგორც წესი, ინდიანა ჯონსს აცვია და თან აქვს შემდეგი აქსესუარები:

  • ქუდი - მისი ცნობილი ქუდი, რომელიც დაამზადა ფირმამ Herbert Johnson. მეოთხე ფილმისათვის ეს მისია იკისრეს სტივ დელკმა და მარკ კიტერმა
  • ტყავის ქურთუკი
  • ჩანთა
  • მათრახი - 10 ფუტიანი მათრახი
  • პისტოლეტი - როგორც წესი, პირველი მსოფლიო ომის პერიოდის იარაღი.
  • ფეხსაცმელი - ინდიანას ფეხსაცმელი სპეციალურად შეიმუშავა კომპანიამ Alden Shoe

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]