ინდაუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ინდაუ | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Eruca | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ინდაუ (Eruca) — მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახია. აქვს მოყვითალო ან მოთეთრო ყვავილები. 5-6 სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, დასავლეთ ციმბირში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში. საქართველოში (ქართლსა და ჯავახეთში) გვხვდება როგორც სარეველა მთის შუა სარტყლამდე. ზოგჯერ კულტივირებულია ზეთოვან მცენარედ მცირე აზიაში, ეთიოპიასა და ინდოეთში. ფოთლებს ხმარობენ სალათად და საკაზმად, თესლს კი მდოგვის სუროგატად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 133, თბ., 1980 წელი.