ინგრიდ ტულინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინგრიდ ტულინი და ინგმარ ბერგმანი

ინგრიდ ტულინი (შვედ. Ingrid Thulin; 27 იანვარი, 1926 — გ. 7 იანვარი, 2004) — თეატრისა და კინოს შვედი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.

დაიბადა მეთევზის ოჯახში (მამა: ადამ ტულინი; დედა: ნანა ლარსონი), ქალაქ სოლეფტეაში. 1948 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი.

50-იან წლებში თამაშობდა თეატრში, სადაც შეასრულა მრავალი განსხვავებული კლასიკური, თუ თანამეროვე რეპერტუარის როლი. აღსანიშნავია ტულინის როლი ინგმარ ბერგმანის მიერ სტოკჰოლმის «დრამატინში» დადგმულ ჰენრიკ იბსენის «პერ გიუნტში». ასევე, მათ ერთობლივ ნამუშევრებში ქალაქ მალმიოს თეატრში.

კინოში ტულინის დებიუტი შედგა 1948 წელს. ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ალფ სიობერგის ფილმში «მოსამართლე (ფილმი)», რომელიც შვედურ კინოკლასიკას წარმოადგენს. 1950-1980 წლებში ინგრიდმა ითამაშა დაახლოებით 70-მდე სხვადასხვა ჟანრის ფილმში.

მუშაობდა რეჟისორებთან: ლუკინო ვისკონტი, ალფ სიობერგი, ჰანს აბრამსონი, ჯულიანო მონტალდო, ოკე ობერგემი, როლფომ ხასბერგომი, შელდონ რეინოლდსი, ინვე ჰამლინი, ტონი დე გრეგორიო, მაურო ბოლონინი, ალენ რენე, ვილგოტ შელმან, პიერ გრან-დეფერა, მარკო ფერარი, ფრანკო ჯერალდი, ნიკოლ ჰესრენომი.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

რეჟისორი [რედაქტირება]

სცენარისტი [რედაქტირება]