ინგლის-ავღანეთის მესამე ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინგლის-ავღანეთის მესამე ომიინგლისის კოლონიური ომი ავღანეთის წინააღმდეგ. დაიწყო ინგლისმა ამირა ამანულას მიერ ავრანეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საომარი მოქმედება დაიწყო 1919 წლის 6 მაისს. ინგლისის ჯარის რაოდენობრივი და ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, ავღანეთის ჯარებმა 27 მაისს ალყა შემოარტყეს თალის სიმაგრეს. 3 ივნისს დაიდო დროებითი ზავი, 8 აგვისტოს ქ. რავალპინდში – პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება. ამ ომში ავღანეთს მხარს უჭერდა საბჭოთა რუსეთი. შედეგად ავღანელებმა მიიღეს უფლება ჩამოეყალიბებინათ დამოუკიდებელი სახელმწიფო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]