ინარი (ტბა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ინარი - (ინგლ. Inari), ტბა ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობის ვრცელ ჩადაბლებაში, 114 მეტრ სიმაღლეზე, ფართობი დაახლოებით 1 050 კმ2, სიღრმე 60 მ-მდე. ნაპირი ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილი და მეტწილად დაჭაობებულია. ტბაში დაახლოებით 3 ათასამდე კუნძულია. ინარი ბარენცის ზღვას უერთდება მდინარე პატსიოკით. ყინულითაა დაფარული ნოემბრიდან მარტამდე.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 126, თბ., 1980.
სტატიის