იმპერიის მატრიკული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმპერიის მატრიკული (იმპერიის მატრიკა; გერმ. Reichsmatrikel) — საღვთო რომის იმპერიის წოდებების სია, რომელსაც პერიოდულად ამტკიცებდა რაიხსტაგი. იგი ანაწილებდა იმპერიის არმიაში სამხედრო კონტინგენტების გაგზავნისა და იმპერიის გადასახადების გადახდის მოვალეობებს. იმპერიის მატრიკულში ტერიტორიის ჩართვა ნიშნავდა მისი სტატუსის, როგორც უშუალო საიმპერიო ლენის, დამტკიცებას, რაც შესაბამის მმართველს ანიჭებდა ფართო უფლებებსა და პრეროგატივებს, რომლებიც საიმპერიო წოდებებისთვის გათვალისწინებული იყო იმპერიის სამართლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]