იმპერიის კამერალური სასამართლო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უზენაესი საიმპერიო სასამართლოს სხდომა, 1750

იმპერიის კამერალური სასამართლო (გერმ. Reichskammergericht) — საღვთო რომის იმპერიის უმაღლესი სასამართო ორგანო, რომელიც შეიქმნა „საიმპერიო რეფორმის“ ფარგლებში, 1495 წელს. სასამართლოს შტაბ-ბინა მდებარეობდა ქალაქ ვეცლარში.

იმპერიის კამერალური სასამართლო განიხილავდა უდაბლესი ინსტანტიების სასამართლოების გადაწყვეტილებების აპელაციებსა და კასაციებს, ასევე დავებს იმპერიის სუბიექტებს შორის (საერო და საეკლესიო სამთავროები, იმპერიის რაინდები, თავისუფალი ქალაქები), იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების წარჩინებული წოდებების წარმომადგენლებსა და მონარქებს შორის, აგრეთვე საჩივრებს იმპერატორის მოქმედებებზე. სასამართლოს იურისდიქციიდან გამოირიცხა დავები მთავრებთან, რომლებსაც ჰქონდათ პრივილეგია non appellando (იმპერიის ორგანოებში მათი მოქმედებების გასაჩივრების აკრძალვა, მაგალითად — ავსტრიის ერცჰერცოგები 1453 წლიდან, კურფიურსტები 1648 წლიდან), ასევე სისხლის სამართლის საქმეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ირღვეოდა საბაზო პროცესუალური ნორმები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]