იმერული მუხა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმერული მუხა (Quercus imeretina), ზაფხულმწვანე ხე წიფლისებრთა ოჯახისა. საქართველოს ენდემი. სიმაღლე 30 მ აღწევს. მოკლეყუნწიანი ფოთლები და გრძელყუნწიანი, ვიწრო ცილინდრული ნაყოფი აქვს. გავრცელებულია კოლხეთში. სხვა ფართოფოთლოვან ხეებთან (ჰარტვისის მუხა, ძელქვა, ლაფანი, მურყანი, იფანი, რცხილა) ერთად დაბლობებსა და მთისწინეთის ტერასებზე ზღვის დონიდან 300 მ-მდე ქმნის შერეულფოთლოვან ტყეებს, ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ჯიშია. ძლიერი ფესვები აქვს და ამიტომ ქარგამძლეა. იზრდება ღრმა თიხიან და წითელმიწა გაეწრებულ ნიადაგებზე. იმერული მუხის მასივები უფრო მეტად შემონახულია ქუთაისისა და ბაღდათის რაიონებში; ძელქვასთან იგი დაცულია აჯამეთის ნაკრძალში. დეკორატიულ მცენარედ აშენებენ ბოტანიკურ ბაღებში. გამოსადეგია დასავლეთ საქართველოში ტყის გასაშენებლად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 5, გვ. 115, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები