იმეილ მარკეტინგი
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის? ხარისხის სტანდარტების? დასაკმაყოფილებლად. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
იმეილ მარკეტინგი (ინგ. Email Marketing) საზღვარგარეთ კარგად გავრცელებული ინტერნეტ რეკლამირების სფეროა. იმეილ მარკეტინგი ინტერნეტ რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის სწრაფი ინფორმირების, შენარჩუნების და მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა. იგი ითვალისწინებს სარეკლამო ტექსტისა და ინფორმაციის ელფოსტის მისამართებზე დაგზავნას. კლიენტი უკვეთავს იმეილ მარკეტინგის კომპანიას რეკლამას და აძლევს ინფორმაციას, რომელიც ჩაისმება დიზაინში (HTML ფორმატში) ან ტექსტური ფორმატით დაეგზავნება მიმღებებს. მიმღებების სიები შეიძლება იყოს დაყოფილი სხვადასხვა კატეგორიებად ქვეყნების, ასაკის ან სხვა მნიშვნელეობის მიხედვით. საქართველოში გავრცელებულია კომპანიების იმეილებზე და ჩვეულებრივ ინტერნეტის აქტიურ მომხარებლებზე რეკლამების დაგზავნა.
[რედაქტირება] მისი დადებითი მხარეებია:
- მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება
- ზუსტი სეგმენტაცია
- მინიმალური დანახარჯებით მომხმარებლის ინფორმირება
იმეილ მარკეტინგის მეშვეობით ინფორმაციები სიახლეების და შეთავაზებების შესახებ პირდაპირ, სწრაფად და მიზანმიმართულად აღმოჩნდებიან მომხმარებლის საფოსტო ყუთში. იმეილ მარკეტინგის სიტემას უნდა გააჩნდეს ანტი სპამი დაცვის სიტემა რომელიც ავტომატურად ამოწმებს სარეკლამო ტექსტს და აფასებს რამდენ პროცენტია იმის შანსი, რომ ეს რეკლამა სპამში მოხვდეს ან სპამად ჩაითვალოს.
ამდროისათვის არცისე ბევრი კომპანიაა რომელიც ამ მომსახურებაზე მუშაობს.
სტატიის