ილუზიონისტი (2010 წლის ფილმი)
| ილუზიონისტი | |
| ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
|---|---|
| რეჟისორი | სილვენ შომე |
| პროდიუსერი | ბობ ლასტი სელი შომე |
| სცენარის ავტორი | ჟაკ ტატი ანრი მარკე სილვენ შომე |
| როლებს ახმოვანებენ | ჟან-კლოდ დონდა ეილიდ რენკინი |
| კომპოზიტორი | სილვენ შომე |
| სტუდია | Pathé (ბრიტანეთი) Sony Pictures Classics (აშშ) |
| ქვეყანა | |
| ხანგრძლივობა | 80 წთ. |
| პრემიერა | ივნისი 16, 2010 (საფრანგეთი) აგვისტო 20, 2010 (ბრიტანეთი) დეკემბერი 25, 2010 (აშშ) |
| ენა | ინგლისური ფრანგული შოტლანდიური |
| ბიუჯეტი | 17 მილიონი აშშ დოლარი[1] |
| შემოსავალი | 3,120,482 აშშ დოლარი[1] |
ილუზიონისტი (ფრანგ. L'Illusionniste) — რეჟისორ სილვენ შომეს 2010 წლის ნახატი ანიმაციური ფილმი. მისი სცენარი ეფუძნება ფრანგი მიმის, რეჟისორისა და მსახიობის ჟაკ ტატი გამოუყენებენ სცენარს, რომელიც 1956 წელს დაიწერა. მნიშვნელოვანია, რომ ტატისათვის ამ სცენარის დაწერის მთავარი მოტივაცია მისი შვილის, ჰელგა მარი-ჟან შილის პიროვნება იყო.[2]
ფილმის მთავარი პერსონაჟია ტატის ანიმაციური ვერსია, რომელზეც ლორენ კირხერმა იმუშავა. [3] სიუჟეტით მოხუცებული ილუზიონისტი იზოლირებულ დასახლებას ეწვევა, სადაც გაიცნობს გოგონას, რომელზეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. თავდაპირველად ტატის ჰქონდა ფილმის სიუჟეტის ჩეხოსლოვაკიაში განვითარების გეგმა, მაგრამ იგი 1950-იანი წლების შოტლანდიაში გადაიტანა. შომეს თქმით, ეს ფილმი "არ არის რომანტიული, იგი უფრო მეტად მამასა და მის ქალიშვილს შორის ურთიერთობებზეა."[4] კომპანიის Sony აშშ პრეს-რელიზში ჟღერს: "ილუზიონისტის სცენარის ავტორია ფრანგული კომედიის გენიოსი და კინოლეგენდა ჟაკ ტატი. სცენარი ეფუძნება მამის თბილ წერილს თავის ქალიშვილთან. მანამდე იგი არ დადგმულა".[5]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 http://www.boxofficemojo.com/movies/?id=illusionist2010.htm
- ↑ [1]Pathe Pictures synopsis for The Illusionist
- ↑ Stewart Blair (2010-03-18). Berlin 2010 Illusionist
- ↑ Comic genius Tati returns to screen in cartoon version of lost screenplay The Times by Pendreigh, Brian 2004-04-23
- ↑ Sony Classics The Illusionist Press Kit , 2010
[რედაქტირება] ბმულები
- ოფიციალური აშშ ვებ-გვერდი
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- (ინგლისური) The Illusionist — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- კომპანიის Pathe Pictures გვერდი
- Django Films
- პრეს კონფერენცია შომეს მონაწილეობით
|
|||||
სტატიის