ილორის წმინდა გიორგის ხატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ilori Icon of St. George.jpg

ილორის წმინდა გიორგის ხატი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხატი სოფელ ილორიდან, რომელიც დღეს დაცილია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.[1] ილორის წმინდა გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს სამფრთიან, დასაკეც ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამსოახულია წმინდა დიმიტრი და წმინდა თეოდორე განმარტებითი ძველქართული წარწერებით. ხატის შიდა ნაწილზე გამოსახულია ფეხზე მდგომი, საომარ სამოსში გამოწყობილი წმინდა გიორგი.[1] ხატის ჩასასვენებელზე მოთავსებული ქართული ასომთავრული წარწერა გვამცნობს ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ფაქტს. წარწერაში მოხსენიებულია ასევე გიორგი III დადიანი, ოდიშის მთავარი 1752 - 1782 წლებში და მისი მეუღლე თამარი.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 (2010) Dadiani Palaces - History and Architechture Museum Guide. Zugdidi: Dadiani Palaces History and Architechture Museum, გვ. 196. ISBN 978-9941-0-1991-3.