ილიკო ქურხული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილიკო ქურხული
დაბადების თარიღი 25 მარტი, 7 აპრილი, 1885
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი, 1954
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი

ილიკო (ილია) პეტრეს ძე ქურხული (დ. 7 აპრილი [ ძვ. სტ. 25 მარტი], 1885, თბილისი ― გ. 24 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მევიოლინე, მესტვირე, მომღერალი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904–1906 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით (ხელმძღვანელი ბ. სიბორი). აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკური სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პატარა პიესებს), შემდეგ რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, აგრეთვე ბელორუსი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ფინეთი.

1913 წელს დაბრუნდა საქართველოში; ფეხით შემოიარა მთელი საქართველო, გამოდიოდა ეზოებში, კლუბებში, სკოლებში. 1921–1927 იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში, სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927-იდან კვლავ საქართველოშია და განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. პერიოდულად გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. მუშაობდა ქართულ ხალხურ საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებაზე. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღვინიაშვილი ა., მოხეტიალე მუსიკოსი, თბ., 1959;
  • ჩიტალაძე ტ., სტვირის კვალდაკვალ, თბ., 1962;