ილია ციონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილია ციონი
Илья Фаддеевич Цион

ილია ციონი
ილია ციონი
დაბადების თარიღი 13 მარტი/25 მარტი, 1842
დაბადების ადგილი პანევეჟისი, ლიტვა
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1912
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია

ილია ფადეის ძე ციონი (რუს. Илья Фаддеевич Цион; დ. 13 მარტი/25 მარტი, 1842, პანევეჟისი, ლიტვა — გ. 23 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1912, პარიზი) — რუსი ფიზიოლოგი. 1864 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. პეტერბურგის უნივერსიტეტისა (1870 წლიდან) და სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის (1872 წლიდან) პროფესორი.

1867 წელს ანატომიასა და ფიზიოლოგიას ასწავლიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1877 წელს ქალაქ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. აქვე მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. თავის ძმასთან, მ. ციონთან ერთად ექსპერიმენტულად დაამტკიცა გულზე სიმპათიკური ინერვაციის ამაჩქარებელი გავლენა. გერმანელ ფიზიოლოგ კარლ ლუდვიგთან ერთად აღმოაჩინა აორტის რკალიდან გამომავალი ცენტრისკენული (დეპრესორული) ნერვი და დაამტკიცა, მისი ცენტრის ბოლოს გაღიზიანება იწვევს სისხლის წნევის დაცემას ძარღვთა გაფართოების გამო (1866). შეისწავლა ზურგის ტვინის წინა ფესვების აგზნებადობის ცვლილოება მისი უკანა ფესვების გადაჭრის შემდეგ. აღმოაჩინა გულის მოქმედების ამაჩქარებელი ნერვები; გამოიკვლია გულის შეკუმშვის ძალასა და რიტმზე ტემპერატურის ცვალებადობის, აგრეთვე ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გავლენა და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]