ილია ორბელიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია ორბელიანი

ილია დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 10 დეკემბერი 1815, თბილისი ― გ. 8 დეკემბერი/20 დეკემბერი, 1853, ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი, სომხეთი, დაკრძალულია თბილისში), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1851). გ. ორბელიანის უმცროსი ძმა. სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ გრენადერთა პოლკში იუნკრად (1832). 1838-იდან ოფიცერი. 1832-იდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა შამილს. ტყვეობაში იმყოფებოდა რვა თვე.

1851-1853 წლებში იყო ქართველ გრენადერთა პოლკის მეთაური. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაინდურისა და ბაშკადიკლარის ბრძოლებში (ბაშკადიკლართან სასიკვდილოდ დაიჭრა).

ცოლად ჰყავდა ბარბარე, ილია ბატონიშვილის ასული (დ. 1831 — გ. 14 მარტი, 1884).


ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ქსე, ტ. 7, გვ. 558, თბ., 1984