ილია კანდელაკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
ილია კანდელაკი
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
SK Sturm Graz – Ilia Kandelaki (Portrait) (bearb.).JPG
პირადი მონაცემები
სრული სახელი ილია კანდელაკი
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1981
დაბ. ადგილი თბილისი,საბჭოთა კავშირი'

საქართველოს სსრ, საქართველო

სიმაღლე 1.81 მ სმ.
პოზიცია მცველი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი შტურმი (ავსტრია)
ნომერი 18
კარიერა
კლუბები 2000-2005 Football Club Dinamo Tbilisi.gif დინამო (თბილისი)
2005-2007 ჩერნომორეცი
2007-2008 კარლ ცაის იენა
2008- შტურმი (ავსტრია)
ეროვ. ნაკრები საქართველო 13(0)

ილია კანდელაკი — ქართველი ფეხბურთელი, მისი პოზიციაა დაცვის მარცხენა ფრთა. თამაშობს ავსტრიის საფეხბურთო კლუბ შტურმში.

სექციების სია

საკლუბო კარიერა [რედაქტირება]

ილია კანდელაკი 2000 წლიდან თბილისის დინამოში თამაშობს. ილია იმ დინამოს შემადგენლობაში თამაშობდა, რომელმაც უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ გუნდში. 2005 წლის ზაფხულში დინამოს რიგებში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოსინჯა ძალები და მერე უკვე ოდესაში გაემგზავრა. მას ენდობოდა, როგორც გია გეგუჩაძე, ასევე კახა ცხადაძე და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელი იქაურ მწვრთნელებშიც დაფასებული იყო. მის მიმართ უკრაინელი ჟურნალისტები დიდ ყურადღებას გამოხატავდნენ და აცხადებდნენ, რომ ილია კანდელაკის სახით მათი ქვეყნის ჩემპიონატს სერიოზული ძალა შეემატა. ილიამ ჩენომორეცთან ჯერ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელებმა ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და ისიც უყოყმანოდ დათანხმდა — ნამდვილად არ ვნანობ, რომ ჩერნომორეცში მოვხვდი... ჩემს კარიერაზე უკრაინის ჩემპიონატში წასვლამ დადებითად იმოქმედა. ეს ცალსახად შემიძლია დავაფიქსირო. ვგრძნობ, რომ წინ წვედი და იქ თამაში წამადგა — განაცხადა ილია კანდელაკმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში. 2005 წლის მიწურულს ქართველი ლეგიონერი უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამ წელს ჩარიცხულ ლეგიონერებს შორის საუკეთესოდ დაასახელეს.

2006-07 წლის სეზონის მეორე წრეში კანდელაკი ძალიან ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მოკლებული იყო სათამაშო პრაქტიკას. ფორმაში შესვლის მიზნით 2007 წლის ზაფხულში გერმანიაში, კარლ ცაის იენაში გადავიდა. ილია თავდაპირველად ვერ ხვდებოდა ძირითად გუნდში, მაგრამ მეორე წრეში სისტემატიურად ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და თამაშიც ჩაატარა. თუმცა იმ სეზონში მისი გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა და ქართველმა ფეხბურთელმაც უკეთესი კლუბი ნახა-გრაცის შტურმი. იგი კლუბს თავდაპირველად ინტერტოტოს თასზე დაეხმარა, უნგრულ ჰონვედთან მატჩში, მაგრამ გრაცელემი მაინც დამარცხდა ორრაუნდიან ორთაბრძოლაში. ქართველი მცველი აქაც კარგად შეეწყო გუნდს და უპრობლემოდ დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი. 2008-09 წლის სეზონში ?მატჩი ჩაატარა. კარგად გააგრძელა დაწყებული შემდეგ სეზონშიც. შტურმის კაპიტანმა ილიას აღმოჩენა უწოდა. მალე მან გერმანული გუნდების ყურადღება მიიპყრო. მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და კანდელაკი დღესაც ავსტრიული გუნდის წევრია. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]

ილია კანდელაკმა საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში 11 თამაში ჩაატარა.კლუბში კარგი და საიმედო თამაშის გამო ილია კანდელაკმა ეროვნული ნაკრებიდანაც მიიღო გამოძახება და ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე წუთი ითამაშა, ხოლო იორდანიასთან გაიოზ დარსაძემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მას შემდეგ არაერთხელ მიიღო სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა,ხშირად ერთვებოდა შეტევებშიც. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი ითამაშა რუმინეთთან. სულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 13 თამაში, გოლი არ აქვს გატანილი.

სტატისტიკა [რედაქტირება]

ტიტულები [რედაქტირება]

  • საქართველოს თასი:2004
  • საქართველოს ჩემპიონი:2005