ილიამნა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ილიამნა |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 3053 მ | |
| ტიპი | სტრატოვულკანი | |
| ბოლო ამოფრქვევა | 1876 | |
ილიამნა (ინგლ. Iliamna) — მოქმედი სტრატოვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში. მდებარეობს ალასკის ნახევარკუნძულზე, ალეუტის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე 3053 მ. ქალაქ ანკორიჯიდან განლაგებულია სამხრეთ-დასავლეთით 215 კმ-ში. ვულკანის ციცაბო კალთები აწყდება კუკის ყურის დასავლეთ სანაპიროს. ზღვის დონიდან 2740 მ სიმაღლეზე განვითარებულია ფუმაროლები, აღმოსავლეთ კალთებზე ხშირია კვამლი და ორთქლი. დაფარულია მყინვარებით. ვულკანიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კმ-ში მდებარეობს ტბა ილიამნა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ილიამნა – ინფორმაცია (ინგლისური)
- ილიამნა – ინფორმაცია (ინგლისური)