იინგლაკ ჩინავატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იინგლაკ ჩინავატი

იინგლაკ ჩინავატი (ტაი.ยิ่งลักษณ์ ชินวัตร; დ. 21 ივლისი, 1967, სან-კამპჰენგ ჩიანგმაი) — ტაილანდის 28-ე პრემიერ-მინისტრი, ფჰია-თჰაის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ექს-პერმიერის და მილიარდერის ტაქსინ ჩინავატის უმცროსი და.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა ქალაქ ჩიანგმაის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით და კენტუკის უნივერსიტეტი მაგისტრის წოდებით. მუშაობდა ძმის, ტაქსინის, კომპანიაში Advanced Info Service PCL — დირექტორ-განმკარგველად. კომპანია ტაილანდში უმსხვილესი მობილური ოპერატორია. 2006 წელს მომხდარი გადატრიალებისა და ტაქსინის საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ პოლიტიკაში მოვიდა, ჯერ სახალხო ხელისუფლების პარტიაში შევიდა, პარტიის აკრძალვის შემდეგ კი ფჰია-თჰაიში. ტაქსინის ბისნესსტრუქტურებმა, რომელთაც სათავეში იინგლაკი ედგა, ფინანსური დახმარება გაუწია დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლ „გაერთიანებულ ფრონტს“ („წითელპერანგიანებს“).

2011 წლის 5 აგვისტოს ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იქნა არჩეული. იინგლაკ ჩინავატი პირველი ქალია, რომელიც ტაილანდში პრემიერის პოსტზე დაინიშნა. იინგლაკმა 500 პარლამენტარიდან 296-ის მხარდაჭერა მიიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]