იზოლირებადი ენები
ვიკიპედიიდან
მორფოლოგიური ტიპოლოგიის მიხედვით ანალიზური ანუ იზოლირებადია ენები, რომლებშიც მორფემები ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან იზოლირებულად არსებობს. აქედან გამომდინარე ყოველი იზოლირებული სიტყვა მორფემას წარმოადგენს. ამრიგად, თითოეული იზოლირებული სიტყვა გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი აფიქსია, რომელიც ლექსიკური მნიშვნელობის სიტყვის გარეთ დგას. გრამატიკული კატეგორიები განისაზღვრება სიტყვათა თანმიმდევრობით (მაგ. შემასმენლისა და ქვემდებარის ინვერსია კითხვით ფრაზაში) ან დამატებითი სიტყვების შემოტანით. ანალიზურ ენებში კონტექსტი და სინტაქსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მორფოლოგია.
ასეთ ენათა კლასიკურ ტიპს ჩინური და ვიეტნამური ენები წარმოადგენს. ანალიზური ელემენტები გვხვდება ასევე ინგლისურ ენაშიც.

