იზოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
იზოლა
Izola
Izola1.jpg
ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
რეგიონი ობალნო-კრაშკა
მუნიციპალიტეტი იზოლა
კოორდინატები 45°32′04″ ჩ. გ. 13°40′03″ ა. გ. / 45.53444° ჩ. გ. 13.66750° ა. გ. / 45.53444; 13.66750
მოსახლეობა 11 347 კაცი (2013)
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.izola.si

იზოლა მდებარეობა სლოვენია

Red pog.svg

იზოლა (სლოვენ. Izola) — ქალაქი სლოვენიაში. მდებარეობს იზოლის მუნიციპალიტეტში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. იზოლის მუნიციპალიტეტი ორენოვანია, აქ სლოვენურთან ერთად გამოიყენება იტალიური.

ისტორია[რედაქტირება]

რომის იმპერიის არსებობის პერიოდში აქ მდებარეობდა ნავსადგური ალიაეტუმი. 1273 წელს იზოლამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა კოპერისაგან. 1278 წლიდან აკონტროლებს ვენეციის რესპუბლიკა. XVI საუკუნიდან იზოლის ნავსადგურის გავლენა ტრიესტმა დააქვეითა. 1797 წელს ვენეციის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ იზოლა შეუერთდა ავსტრიას. 1805-1813 წლებში აკონტროლებდა ნაპოლეონის არმია. 1813 წლიდან კვლავ ავსტრიის საზღვრებშია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იზოლა იტალიას გადაეცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის შემადგენლობაშია. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სლოვენიის ფარგლებშია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იზოლა&oldid=2689505“-დან