ივ ტანგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უსასრულო დაყოფადობა 1942

რეიმონდ ჯორჯეს ივ ტანგი (Yves Tanguy; 5 იანვარი, 1900 - 15 იანვარი, 1955) იყო სიურეალისტი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა პარიზში, საფრანგეთში. მისი ორივე მშობელი ბრეტონული წარმომავლობის იყვნენ.

1918 წელს ივ ტანგი შეუერთდა სავაჭრო ფლოტს მანამ, სანამ მას გაიწვევდნენ ჯარში, სადაც იგი მხარდაჭერას უცხადებდა ჟაკ პრევერს. მისი საჯარო მოღვაწეობის ბოლოს, 1922 წელს ივი დაბრუნდა პარიზში, სადაც იგი მუშაობდა შემთხვევით შემხვედრ სამუშაოებზე. სრულიად შემთხვევით ის გადაეყარა ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევარს და ისე იყო შთაბეჭდილებული, რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი, მიუხედავად მისი არასათანადო განათლებისა.

ტანგის ჰქონდა ჩვეულება, სრულიად ყოფილიყო ჩაფლული მხატვრობის ტალღაში, რომელზედაც ის მოქმედებდა.

მისი მეგობრის, ჟაკ პრევერის მეშვეობით, დაახლოებით 1924 წელს იგი მოხვდა ანდრე ბრეტონის გარშემო მყოფი სიურეალისტი მხატვრების ჯგუფში. ტანგიმ მალევე შეძლო განევითარებინა საკუთარი უნიკალური მხატვრობის სტილი, რამაც მას 1927 წელს მისცა საშუალება პირველი გამოფენა ჩაეტარებინა პარიზში. ბრეტონმა კონტრაქტი დაუდო ტანგის, რათა მას 12 ნაწილი გაეკეთებინა წელიწადში, მაგრამ მისი შემოსავლების მიხედვით ტანგი უფრო ნაკლებს აკეთებდა და მან მხოლოდ 8ხელოვნების ნიმუში შექმნა ბრეტონისთვის.

1930-იანი წლების განმავლობაში, ტანგი ეწეოდა ბოჰემურ ცხოვრებას, რამაც მისი პირველი ქორწინება შეიწირა. 1928 წლიდან ტანგი მეთვალყურეობს მხატვარ კეი სეიჯს, რის შედეგადაც ტანგი მეორედ ქორწინდება.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სეიჯი მიმეგზავრება მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში და ტანგი, რომელიც ბრძოლისთვის გამოუდეგარი აღმოჩნდა, მასთან ერთად მიდის. მათ გადააკეთეს სოფლის ერთ-ერთი სახლი მხატვრების სახლად ვუდბერში, კონეკტიკუტის შტატში. 1948 წელს ტანგი გახდა აშშ-ის მოქალაქე.

1955 წელს ტაგიმ გადაიტანა ფატალური დარტყმა ვუდბერში. მის სხეულს გაუკეთეს კრემაცია და შენახული იყო სეიჯის სიკვდილამდე, 1963 წლამდე. მისი ფერფლი გაფანტა მისმა მეგობარმა პიერ მატისმა დოუარნენნეზის სანაპიროზე, მის საყვარელ ბრეტონეთში, ტანგის ორივე მეუღლის ფერფლთან ერთად.

ტანგის სურათები ფლობენ უნიკალურ, ადვილად ამოსაცნობ სტილს, არწარდგენილი სიურეალიზმისა. დიდად შეზღუდული ფერების პალიტრაში მხოლოდ ხანდახან ფეთქდება კონტრასტული ფერადი მხარეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]