ივლინ ვო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივლინ ვო

ივლინ ვო
დაბ. თარიღი 28 ოქტომბერი, 1903
გარდ. თარიღი 10 აპრილი 1966
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ბრიტანელი
ჟანრი სატირული, იუმორისტული

ივლინ არტურ სენტ ჯონ ვო (ინგლ. Evelyn Arthur St. John Waugh [ˈiːvlɪn ˈwɔː]; დ. 28 ოქტომბერი, 1903 — გ. 10 აპრილი 1966) — ბრიტანელი მწერალი, საზოგადოდ ცნობილი როგორც სატირული და იუმორისტული ნოველების უბადლო მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ნოველებია: „დაკნინება და ვარდნა“, „ბილწი სხეულები“, ორმო, „მთელი სავსე მტვერი“. ვოს ნაწარმოებები „დაბრუნება ბრაიდსჰედში“ და „პატიოსნების მახვილი“ (ტრილოგია) თვალნათლივ ამჟღავნებს ვოს კათოლიკური სარწმუნოების მიმდევრობას. ვოს შემოქმედების უმეტესი ნაწილი მოიცავს ბრიტანელი არისტოკრატიის და მაღალი საზოგადოების ცხოვრებას რომელიც მკაცრად ჰყავს სატირიზებული თავის ნაწარმოებში, თუმცა-ღა თვითონვე იყო ამავე საზოგადოების ნაწილი. ვოს კალამს ეკუთვნის მოკლე ნოველების კრებული, სამი ბიოგრაფიული ნაწარმოები, დაუმთავრებელი ავტობიოგრაფია, მისი მოგზაურობის ჩანაწერები, პირადი დღიური და ასევე კორესპონდენცია რომელიც გამოქვეყნდა საზოგადოდ მისი გარდაცვალების შემდეგ.

ვოს ნაწარმობებები სარგებლობს დიდი პოპულარობით ფართო მკითხველს შორის. იგი აღიარებულია როგორც ერთი საუკეთესო იუმორისტი და პროზაული სტილისტი, თუმცა მისი სოციალური კონსერვატიზმი და რელიგიური თვალსაზრისი კრიტიკოსების აქტუალური კამათის ფართო სფეროა. ჯორგ ორველმა, პუბლიკაციაში ბრაიდშილდის დაბრუნება ბრაიდსჰედში განაცხადა რომ : „ვო განეკუთვნება ისეთი კატეგორიის ნოველისტებს რომლებსაც არამყარი შეხედულება აქვთ საკუთარ რწმენაზე“ მარტინ ამისის აზრით დაბრუნება ბრაიდსჰედში სნობიზმით სავსე მხატვრულად გაფორმებული ლიტერატურული ნაწარმოების სრული კრახია. ამავე დროს ამერიკული ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსი ედმუნდ უილსონმა აღიარა ვო როგორც: უმაღლესი რანგის კომიკურ გენიოსად რომელიც პირველად გამოჩნდა ინგლისურ ლიტერატურაში ბერნარდ შოუს მოღვაწეობის შემდგომ.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული ცხოვრების წლები[რედაქტირება]

ივლინ ვო დაიბადა გამოჩენილი რედაქტორის არტურ ვოს ოჯახში, ლონდონში, ინგლისსში. იგი აღიზარდა გავლენიანი საზოგადოების გარემოცვაში ლონდონის, ერთ ერთ გარეუბანში, ჰამსთედში. ვო მიაბარეს ჰეტ მაუნტ-ის სკოლაში. მისი ერთადერთი დედმამიშვილი იყო ალეკ ვო, რომელმაც ადრეული ასაკიდან მწერლობას მიჰყო ხელი. ვოს მამამ და ძმამ გნათლება მიიღეს შერბურნში, ინგლისის მეტად პრესტიჟულ საჯარო კოლეჯში, თუმცა ალეკი გაძევებული იქნა სკოლიდან მას შემდეგ რაც გამოაქვეყნა პუბლიკაცია სკოლაში გამეფებული ჰომოსექსუალურ პრობლემის შესახებ, რამაც საგრძნობლად დასცა სკოლის რეპუტაცია იმ დროინდელ საზოგადოებაში. სწორედ ეს გახდა მიზეზი ივნლინის ნაცსის კოლეჯში შესვლისა ვინაიდან შერბურნმა არ მოინდომა ვოს ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი მიეღო სასწავლებელში. თუმცა ლენსინგ კოლეჯი არ სარგებლობდა ისეთი დიდი ავტორიტეტით და დიფერენციალური სწავლების მაღალი მაჩვენებლით როგორც შერბურნის კოლეჯი. შერბურნის კოლეჯი ანგლიკანური ეკლესიის მსახურების მიმდევრად იყო ცნობილი. სწორედ ლანსინგში მიღებულმა რელიგიურმა განათლებამ მოახდინა უდიდესი გავლენა ვოს შემდგომ რელიგიურ შეხედულებებზე, - გარდაქმნა რა ბავშოვაბაში ჩამოყალიბებული კათოლიკე აგნოსტიკად.

ლენსინგის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ვო ჩაირიცხა ჰერთფორდის კოლეჯში, ოქსფორდში, ისტორიის ფაკულტეტზე. ვო უნივერსიტეტში ყოფნისას უმეტესად ცნობილი იყო როგორც შემოქმედი. სწორედ მისი ცხოვრება ოქსფორდში შემდგომში გავლენას იქონიებს მის ლიტერატურულ შემოქმედებაზე. როდესაც ვოს კითხეს მისდევდა თუ არა და სპორტს კოლეჯში სწავლის პერიოდში, მან დიდმნიშვნელოვნად უპასუხა " მე ვსვავდი სადღეგრძელოებს ჰერფორდისთვის". არსებობს ვარაუდი, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება რომ ვოს ჰქონდა ჰომოსექსუალური კავშირი სტუდენტობის პერიოდში.(მისი პირადი დღიური მიმართულია "ჩემს ჰომოსექსუალ სიყვარულს .)

ვოს გამოცდების პასუხმა მას მიაკუთვნა მესამე კატეგორიის ხარისხი. ვომ უარი განაცხადა დარჩენილიყო ჰერთფორდში მომდევნო ერთი სემესტრი და 1924 წელს ოქსფორდი მიატოვა. 1925 წლებში ვო მუშაობდა მასწავლებლად უელსის ერთ ერთ კერძო სკოლაში. თავის ავტობიოგრაფიაში, ვო ირწმუნება რომ მან გადაწყვიტა თავის მოკვლა, გავიდოდა რა ზღვაში ღრმად და თავს დაიხრჩობდა. შემდგომში ვო აღწერს რომ მას შემდეგ რაც იგი მედუზამ დასუსხა ფეხზე, იძულებული გახდა მობრუნებულიყო ნაპირზე, ვინაიდან შეუძლებელი გახდა მისთვის ღრმად ზღვაში შეცურვა. მოგვიანებით ვომ მუშაობა დაიწყო კიდევ ერთ სასწავლებელში, საიდანაც ასევე მალე დაითხოვეს ვინაიდან მას ჰქონდა განზრახვა შეეცდინა სასწავლების სამნეო ნაწილის გამგებელი. ახალგაზრდა ვომ მამას მოახსენა რომ იგი დაითხოვეს სამსახურიდან „სიმთვრალის“ გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]