ივერი სუბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივერი სუბელიანი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1977 (1977-08-08) (46 წლის)
დაბადების ადგილი მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ
კუთვნილება საქართველოს დროშა საქართველო
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები 2001 — დღემდე
წოდება პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი

ივერი სუბელიანი (დ. 8 აგვისტო, 1977, მესტია) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1977 წლის 8 აგვისტოს, 1997-2001 წლებში სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში და მიიღო ისტორიის მასწავლებლის სპეციალობა, პარალელურად სახმელეთო არტილერიის ჯარების სამეთაურო- ტაქტიკური სპეციალობა.

ჰყავს მეუღლე ნონა კვიციანი და ორი შვილი დავითი და ნიკოლოზი[1]. ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს.

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1997 - 2001 — გაერთიანებული სამხედრო აკადემიის კურსანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
  • 2001 - 2003 — მე-2 სასწავლო ასეულის (მე-4 კურსი) მე-4 ოცეულის მეთაური, კურსანტთა სასწავლო ბატალიონი, თავდაცვის ეროვნული აკადემია;
  • 2003 - 2004 — მექანიზირებული ასეულის ნაღმმტყორცნელთა ოცეულის მეთაური, 114-ე შერეული სატანკო ბატალიონი, მე-11 მექანიზირებული ბრიგადა;
  • 2004 — საარტილერიო კოორდინაციის ოფიცერი, შერეული სატანკო ბატალიონის შტაბი, მე-11 მექანიზირებული ბრიგადა;
  • 2004 - 2005 — საარტილერიო კოორდინაციის ოფიცერი, ჯავშანსატანკო ბატალიონის შტაბი, 1-ლი ქვეითი ბრიგადა;
  • 2005 - 2006 —32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსი, მე-3 ქვეითი ბრიგადა;
  • 2006 — საცეცხლე დაგეგმარების ოფიცერი, G-3 ოპერატიული სამმართველო, სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბი;
  • 2006 — დაგეგმარების განყოფილების უფროსი ოფიცერი, G-2 დაზვერვის სამმართველო, სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბი;
  • 2006 - 2008 — 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსი, მე-3 ქვეითი ბრიგადა, სახმელეთო ჯარები;
  • 2008 — მე-4 ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარები;
  • 2008 - 2009 — მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე, სახმელეთო ჯარები;
  • 2009 - 2010 — მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, სახმელეთო ჯარები;
  • 2010 — 1-ლი ქვეითი ბრიგადის მეთაური, სახმელეთო ჯარები;
  • 2010 - ივლისი, 2011 — სახმელეთო ჯარების სარდლის პირველი მოადგილე;
  • 2011 წლის ივლისიდან - დღემდე — გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, საქართველოს შეიარაღებული ძალები;
  • 2011 წლის ნოემბრიდან - დღემდე — სახმელეთო ჯარების სარდლის მ/შ, საქართველოს შეიარაღებული ძალები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]