ივანე ჯაბადარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Djabadari Ivan.jpg

ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი (დ. 16 დეკემბერი/28 დეკემბერი, 1852, საგარეჯო — გ. 25 აპრილი/8 მაისი, 1913, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1872-1873 სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. 1874 გაემგზავრა საზღვარგარეთ (ჟენევა, პარიზი); გატაცებული იყო მიხეილ ბაკუნინის იდეებით. მალე რუსეთში დაბრუნდა და პროპაგანდას ეწეოდა მოსკოვის მუშებში. იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციონერთა ორგანიზაციისა“ და მისი წესდების ავტორი. 1875 აპრილში დააპატიმრეს და ე. წ. „ორმოცდაათის პროცესის“ მონაწილეებთან ერთად 5 წლით კატორღა მიუსაჯეს. 1887 შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 1889 პეტერბურგში ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ „ნ. დ-ს“ ფსევდონიმით დაბეჭდა წერილი, რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვ. მეთაურობით გამოააშკარავა ჯაბადარის ნიჰილიზმი და მისი წერილის სრული უსაფუძვლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]