ივანე თულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თულაშვილი.

ივანე ნიკოლოზის ძე თულაშვილი (დ. 21 აგვისტო, 1863, თბილისი — გ. 20 თებერვალი, 1930, იქვე) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება მიიღო მშობლიურ ქალაქში, ხოლო 1890 წელს უმაღლესი — პეტერბურგში. დაამთავრა საინჟინრო სასწავლებელი და ნიკოლოზის სამხედრო-საინჟინრო აკადემია. დიდხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. პარალელურად ასრულებდა პრაქტიკულ სამშენებლო და არქიტექტურულ სამუშაოებს.

1921 წელს ივანე ჯავახიშვილისაგან მიიღო მოწვევა და ჩამოვიდა თბილისში. აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში. როცა ამ ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), გამოცდილი თეორეტიკოსი წლების მანძილზე განაგებდა სამშენებლო ხელოვნების კათედრას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 8.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 180, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]