ივანე ბაგრამიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრამიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰოვანეს ხაჩატური ბაღრამიანი (სომხ. Հովհաննես Խաչատուրի Բաղրամյան; რუსიფიცირებული ვერსია: Иван Христофорович Баграмян ივანე ქრისტეფორეს ძე ბაგრამიანი) (დ.20 ნოემბერი/2 დეკემბერი, 1897, სოფ. ჩარდახლუ (განჯა), ელისავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ 21 სექტემბერი, 1982, მოსკოვი, სსრკ) - სომეხი საბჭოთა სახემლწიფო და სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (11.03.1955), საბჭოთა კავშირის გმირი (29.07.1944), სკკპ-ის წევრი 1941 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

  • 1915 - სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში.
  • 1917 - დაამთავრა პრაპორშჩიკის სკოლა.
  • 1920 - მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში.
  • 1934 - დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
  • 1938 - დაამთავრა გენშტაბის აკადემია.
  • 1940 - დაინიშნა არმიისა და ოლქის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად.
  • 1941 - გადაყვანილ იქნა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
  • 1942 წლიდან სარდლობდა არმიას.
  • 1943 ნოემბერი - დაინიშნა ბალტიისპირეთის I ფრონტის ჯარების სარდლად.
  • 1945 აპრილი - დაინიშნა ბელორუსიის III ფრონტის ჯარების სარდლად.
  • 1954 წლიდან იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
  • 1956-1958 - იყო გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის უფროსი.
  • 1958 - დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და შეიარაღებული ძალების ზურგის უფროსად.
  • 1968 - იყო გენერალ-ინსპექტორთა ჯგუფის გენერალ-ინსპექტორი.
  • 1952 - სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი
  • 1961 - სკკპ ცკ-ის წევრი, სსრკ II-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ჯილდოები[რედაქტირება]