ივანა მილიჩევიჩი
| ივანა მილიჩევიჩი Ivana Miličević |
|
| დაბადების სახელი | ივანა მილიჩევიჩი |
| დაბადების ადგილი | სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა |
| დაიბადა | 26 აპრილი 1974 |
| საქმიანობა | მსახიობი მოდელი |
| შემოქმედების წლები | 1996–დღემდე |
ივანა მილიჩევიჩი (სერბ-ხორ. Ivana Miličević; დ. 26 აპრილი 1974, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ეროვნებით ხორვატი.
დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს, ქალაქ სარაევოში, დედამისის – დიასახლისის ტონკას, და მამამისის მეწარმის – დამირ მილიჩევიჩის ოჯახში.[1] 5 წლის ასაკში ივანა ემიგრირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აღიზარდა მიჩიგანში.[2] ჰყავს ორი უმცროსი ძმა, ტომო და ფილიპი.[3] 1992 წელს დაამთავრა სკოლა, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში.
ივანა მილიჩევიჩის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „სახელმწიფო მტერი“. შემდეგ იგი გამოჩნდა სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა: „მოჯადოებული“, „საინფელდი“, „ფელისიტი“, „დეტექტივი ნეშ ბრიჯესი“, „ძიძა“, „ბაფი-ვამპირების გამანადგურებელი“, „ჩაკი“, „ექიმი ჰაუსი“, „მეგობრები და სხვ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ივანა მილიჩევიჩი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)