იეჰოვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერცხლის მონეტა იაჰვეს გამოსახულებით. სპარსეთის ბატონობის ხანა.
"იეჰოვა" გამოსვლა 6:3
(1611 მეფე ჯეიმზის თარგმანი)

იეჰოვა, ჲაჰვე (ძველქართული იეღოვა, ეღოვა, ეგოვა) — ივრითისეული ოთხასოეულ „ტეტრაგრამატონის“ ჲჰვჰ, יהוה-ის ლათინური ვერსია, რომელიც გავრცელდა სხვადასხვა ენებში. იგი აბრაამისეული რელიგიების ორ განაყოფში - იუდაიზმსა და ქრისტიანობაში გვხვდება. წარმოადგენს ისრაელის ღმერთის და მამა−ღმერთის საკუთარი სახელს. გამოიყენება ძველ აღთქმაში (თანახი). ბიბლიის თანახმად, უფალი გამოეცხადა ებრაელ ხალხს მოსეს დახმარებით.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ტეტრაგრამატონის ქართულად თარგმნის მრავალი ვარიანტი არსებობს, მათ შორის:

  • „მე ვარ, რომელიც ვარ“
  • „მე ვარ, რომელიც იყო, არის და იქნება“
  • „მე ვარ და მე ვიქნები შენთან“
  • „მე ვქმნი და გარდავქმნი ყოველივეს“
  • „მე ვანთავისუფლებ“

ტეტრაგრამატონი დაახლოებით 7000-ჯერ არის წარმოდგენილი ბიბლიის ტრადიციულ, მასორეტულ ტექსტებში, ხოლო უძველესი ლათინური ტრანსლიტერაცია მიეკუთვნება XIII საუკუნეს.

ტეტრაგრამონის უძველესი სკრიპტები. ფინიკიური (ძვ.წ.XI - III ს.ს.), არამეული (ძვ.წ.X - I ს.ს.), ახალებრაული ე.წ. კვადრატული. იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტეტრაგრამატონის თანამედროვე გამოთქმა „იეჰოვა“ უნდა უკავშირდებოდეს ჲჰვჰ-ს. ის ივრითში ღმერთის ერთ-ერთი ტიტულის „ადონაი“-ს კომბინირებულ ვარიანტს წარმოადგენს XII საუკუნიდან. თუმცა ზოგიერთი მოწმობით, ეს ფორმა გვხვდება ჯერ კიდევ გვიანი ანტიკური ეპოქის ბოლოს (V საუკუნეში). აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ ტეტრაგრამატონის ყველაზე ზუსტი ვოკალიზება თორას ძველ მანუსკრიპტებში (ძვ. წ-აღ.VI ს) უნდა ყოფილიყო ჲაჰვჱ, ჲაჰვე. თუმცა ეს საკითხი დღემდე სადავოა იმ მიზეზთა გამო, რომ ღმერთის საკუთარი სახელის წარმოთქმა იუდაიზმში ისევე, როგორც ადრეულ ქრისტიანობაში აკრძალული იყო პატივისცემის მიზნით.

მიიჩნეოდა, რომ არასრულყოფილ არსებას-ადამიანს ღმერთის წმინდა სახელი არ უნდა წარმოეთქვა, მისდამი შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით. ღმერთის სახელს მხოლოდ უმაღლესი მღვდელმსახური წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, ქიფურის დღესასწაულზე. მისი მნიშვნელობა სცილდება ყოფის იდეას ფილოსოფიური გაგებით და მოიცავს ღმერთის მონაწილეობას ისრაელის ისტორიაში. ამიტომ ტეტრაგრამატონს ჩვეულებრივ კითხულობდნენ როგორც „ადონაის“ („უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“) ან ღმერთის კიდევ ერთ-ერთი ტიტულის, „ცაბაოთ“ („საბაოთ“) ზეცათა უფლის სახით. ამიტომაც დღესდღეობით ტეტრაგრამატონის ზუსტი ვოკალიზება დაკარგულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]