იესე ფალავანდიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იესე იოსების ძე ფალავანდიშვილი (რუს. Евсевий Осипович Палавандов. გ. 1857, სოფ. უსტ-ცილმა, ახლანდ. კომის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) — 1832 წლის შეთქმულების გამცემი, თავადი. რუსეთში ცნობილი იყო, როგორც ევსევი ოსიპოვიჩ ფალავანდოვი (Евсевий Осипович Палавандов).

1832 წლის შეთქმულების მზადების დროს ფალავანდიშვილმა მოინდომა თავისი ძმის, თბილისის სამოქალაქო გუბერნატორის, ნიკოლოზ ფალავანდიშვილის ჩაბმა შეთქმულებაში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ძმის გავლენით თვითონვე გასცა შეთქმულება.

გადაასახლეს ფინეთში, შემდეგ ასტრახანში, სადაც იძულებით სამხედრო სამსახურს გადიოდა. შემდეგ მსახურობდა ტყეების ადმინისტრატორად პეჩორის ოლქში, სადაც თავისი მოღვაწეობითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემა დაიმსახურა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს მონაწილეობდა სანაპიროების გამაგრებაში, რისთვისაც წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენი მიიღო.

გარდაიცვალა პეჩორის ოლქში, სოფელ უსტ-ცილმაში; დაკრძალულია იქვე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]