იერიქონის სავანე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონასტერი
იერიქონის სავანე
دير القرنطل‎‎
Monastery of the Temptation (Jeriho).jpg
ქვეყანა პალესტინის დროშა პალესტინა
სტატუსი საბერძნეთის ეკლესია
კოორდინატები 31°52′28″ ჩ. გ. 35°25′55″ ა. გ. / 31.87444° ჩ. გ. 35.43194° ა. გ. / 31.87444; 35.43194

იერიქონის სავანე მდებარეობა პალესტინა

Red pog.svg

იერიქონის სავანე იგივე ცდუნების მონასტერი ან კარანტალის მონასტერი (ბერძნ. Μοναστήρι του Πειρασμού; არაბ. دير القرنطل‎‎, Deir al-Quruntal) — მართლმადიდებლური მამათა მონასტერი პალესტინაში. დაარსებულია ხარიტონ აღმსარებელის მიერ. მდებარეობს იუდეას უდაბნოში, იერიქონის ჩრდილო-დასავლეთით. აშენებულია მთაზე, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტეს მარხვისას ებრძოდა ეშმაკი. აქედან გამომდინარე, თავად მთასაც და ადგილმდებარეობასაც, შემდგომში კი მონასტერსაც ერთი სახელი დაერქვა — ცდუნების მთა, ორმოცდღიანი მთა ან კარანტალის მთა.

ისტორია[რედაქტირება]

340 წელს ღირსმა მამამ ხარიტონ აღმსარებელმა ამ ადგილას დააარსა ლავრა, რომელიც დროთა განმავლობაში არაერთხელ განადგურდა. უკანასკნელად აღადგინეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მონასტერი თავისი აღმავლობის პერიოდში ფუტკრის სკას ჰგავდა, სადაც უამრავი ადამიანი რუდუნებით მოღვაწეობდა.

თავად მონასტერი მთლიანად კლდეშია ნაკვეთი და ძალიან წააგავს მერცხლის ბუდეს. მონასტერში მდებარე იმ ქვაზე, რომელზეც გადმოცემით იესო ქრისტე ლოცულობდა მოწყობილია ტრაპეზი, რომელიც მონასტრის კუთვნილ საკურთხეველში მდებარეობს.

დრესდღეობით მონასტერში მხოლოდ ერთი ბერძენი ბერი მოღვაწეობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: