იდარ-ობერშტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იდარ-ობერშტაინი (გერმ. Idar-Oberstein) — ქალაქი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რაინლანდ-პფალცის მხარეში.

იდარ-ობერშტაინი შედის ბირკენფელდის რაიონში. მოსახლეობა შეადგენს 30 379 კაცს (2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემების მიხედვით). უჭირავს 91,56 კმ² ფართობი. ოფიციალური კოდი — 07 1 34 045.

იდარ-ობერშტაინში დაიბადა ცნობილი ამერიკელი კინო-მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრიუს უილისი

ქალაქი დაყოფილია 13 რაიონად, ან უბნად.

XIX საუკუნეში ამ ქალაქში ფუნქციონირებდა ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების დამამუშავებელი საამქრო ცენტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anne-Barbara Knerr: Zeitgeist. 100 Jahre Modeschmuck aus Idar-Oberstein. Stuttgart 2009.
  • Wilhelm Lueg (გამომც.): Chronik der Stadt Oberstein. Verlagsgesellschaft Nahetal-Bote, Oberstein 1921.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]