იგუანოდონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იგუანოდონი
იგუანოდონი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: sauropsida
ზერიგი: დინოზავრები
რიგი: ფრინველმენჯა დინოზავრები
ქვერიგი: cerapoda
ოჯახი: იგუანოდონისებრნი
გვარი: იგუანოდონი
ლათინური სახელი
Iguanodon
სახეობები
  • I. bernissartensis
  • I. anglicus
  •  ?I. dawsoni
  •  ?I. fittoni

იგუანოდონი (ლათ. Iguanodon) — ფრინველმენჯა დინოზავრების გვარი იგუანოდონისებრთა (Iguanodontidae) ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 10 აღწევდა. დადიოდნენ ორ ფეხზე, ჰქონდათ შედარებით მოკლე კისერი, გრძელი და გვერდებიდან შებრტყელებული მძლავრი კუდი, საკმაოდ წაგრძელებული თავის ქალა, უკანა კიდურებზე ბევრად მოკლე ხუთთითიანი წინა კიდურები. ცერი ბოლოვდებოდა მსხვილი და წაწვეტებული ფალანგით, რომელიც ალბათ თავდაცვის საკმაოდ ეფექტიანი აირაღი იყო. უკანა კიდურის პირველი თითი ძლიერ რედუცირებული იყო, მეხუთე კი - საერთოდ აღარჰქონდათ. იკვებებოდნენ მცენარეებით. იგუანოდონი გავრცელებული ყოფილა იურული პერიოდის მიწურულსა და ცარცულის დასაწყისში. მისი ნაფეხურები გვხვდება ადრინდელ ცარცული პერიოდის ე.წ. ველდურ ნალექებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]