იბრაჰიმ შინასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იბრაჰიმ შინასი

იბრაჰიმ შინასი (თურქ. İbrahim Şinasi) (დ. 1826, სტამბოლი — გ. 13 სექტემბერი, 1871, იქვე), თურქი განმანათლებელი მწერალი; ახალი თურქული ლიტერატურის ფუძემდებელი. თანზიმათის (რეფორმების ეპოქა) ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. განათლება მიიღო პარიზში. ეზიარა ფრანგ მანმანათლებელთა იდეებს. თურქეთში დაბრუნების შემდეგ იბრძოდა საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნისათვის. თურქული დრამატურგიის მამამთავარია. მას ეკუთვნის პირველი თურქული კომედია „პოქტის ქორწინება“ (1860). წერდა სამოქალაქო მოტივებით გამსჭვალულ ტრადიციული ფორმის (კასიდა, ღაზალი, კიტა) ლექსებს. ავტორია ჟ. რასინის, ა. ლამარტინის, ჟ. ლაფონტენის და სხვათა ნაწარმოებების პირველი თურქული თარგმანებისა. აგროვებდა და სწავლობდა ფოლკლორულ ნიმუშებს. მუშაობდა ფრანგულ-თურქულ და ჰანმარტებითი ლექსიკონების შედგენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 74, თბ., 1980