იბნ მისქავაიჰი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იბნ მისქავაიჰი, აბუ ალი აჰმად იბნ მუჰამად იბნ მისქავაიჰი (დ. წელი უცნობია – გ. 1030) – არაბულენოვანი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი. ავტორია „ხალხთა გამოცდილებების წიგნისა“, რომელიც ალ-ტაბარის თხზულებების შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შრომაა მსოფლიო ისტორიაში. შეადგინა ტრაქტატები ფილოსოფიასა და ეთიკაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 72, თბ., 1980 წელი.