იაფეტური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იაფეტური ენები, ასე უწოდებდა ნიკო მარი ქართულის მონათესავე ენებს. ტერმინი "იაფეტური ენები" ნაწარმოებია ბიბლიური ნოეს უმცროსი ვაჟის - იაფატის სახელიდან (შედარებითი უფროსი ვაჟების სემისა და ქამის სახელებიდა: - სემიტური ენები, ქამიტური ენები). ამ ტერმინის შემოღებით ნიკო მარს სურდა ხაზი გაესვა თავისი თვალსაზრისისათვის სემიტურ ენებიდან იაფეტური ენების ნათესაობის შესახებ. ნიკო მარის თეორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იაფეტური ენების მოცულობა სხვადასხვაგვარი იყო: ჯერ ამ ჯგუფში შედიოდა მხოლოდ ქართველური ენები (1908-1916), შემდეგ - აფხაზური, ადიღური, ჩაჩნურ (ნახური) და დაღესტნული ენებიც (1916-1920), ბოლოს მათ მიემატა წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარი ენები (პელასგური, ეტრუსკული) და ცოცხალთაგან - ბასკური და ბურიშკული (1920-1923). თუ თავდაპირველად იაფეტური ენები ნიკო მარს მონათესავე ენებად მიაჩნდა, შემდეგ მან უარყო ენათა ნათესაობა და იაფეტური ენებიც ენეთა განვითარების ერთ-ერთ უძველეს საფეხურად გამოაცხადა. ნიკო მარის ამ შეხედულებების უსაფუძვლობა გამოავლინა 1950 წელს საენათმეცნიერო დისკუსიამ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]