იარლიყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იარლიყი (თურქ. — ბრძანება) — ოქროს ურდოს ყაენის სიგელთა სახელწოდება. შეიცავდა ყაენთა განკარგულებებს დაპყრობილი ქვეყნების მართვა-გამგეობის, სამხედრო საქმიანობის, ოქროს ურდოსა და სხვა ფეოდალთა იმუნიტეტის უფლებებსა და სხვა საკითხებზე; XIII-XV საუკუნეებში ცნობებს ურდოსა და მისი ქვეშევრდომი მიწების პოლიტიკური წყობილების, მმართველობის, კერძო და სახელმწიფო სამართლისა და სხვა შესახებ.

ქართულ ისტორიულ წყაროებში „წყალობის წიგნის“ მნიშვნელობით იხმარებოდა იერლაყი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]