იაპონური კალენდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1873 წლის 1 იანვრიდან იაპონელები იყენებენ გრიგორიანულ კალენდარს, თვეების ადგილობრივი სახელებით და ფიქსირებული დღესასწაულებით. 1873 წლამდე ლუნისოლარული კალენდარი გამოიყენებოდა, რომელიც ჩინურ კალენდარს ეფუძნებოდა.

წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგორიანული კალენდრის ათვისების შემდგომ იაპონელები სამ სხვადასხვა კალენდარს იყენებენ (ან იყენებდნენ):

  • დასავლური, საერთო ერა (西暦, სეირეკი)
  • იაპონური ერა (年号, ნენგო), რომელიც ეყრდნობა თანამედროვე იმპერატორის მმართველობის ხანას, რომელშიც 2005 წელი შეესაბამება ჰაისეი 17-ს.
  • იმპერიული წელი (皇紀, კოკი), რომელიც ეყრდნობა იაპონიის მითურ დაფუძნებას იმპერატორ ჯიმმუს მიერ ძვ. წ. 660 წელს.

სამიდან, პირველი ორი ამჟამადაც გამოიყენება; იმპერიული კალენდარი გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე.

თვეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე იაპონური თვეები სახელები პირდაპირ ითარგმნება როგორც "პირველი თვე", "მეორე თვე", და ა.შ. შესაბამისი რიცხვი კომბინირებულია ბოლოსართთან -გაცუ (თვე):

  • იანვარი - 一月 (იჩიგაცუ)
  • თებერვალი - 二月 (ნიგაცუ)
  • მარტი - 三月 (სანგაცუ)
  • აპრილი - 四月 (შიგაცუ)
  • მაისი - 五月 (გოგაცუ)
  • ივნისი - 六月 (როკუგაცუ)
  • ივლისი - 七月 (შიჩიგაცუ)
  • აგვისტო - 八月 (ჰაჩიგაცუ)
  • სექტემბერი - 九月 (კუგაცუ)
  • ოქტომბერი - 十月 (ჯუგაცუ)
  • ნოემბერი - 十一月 (ჯუიჩიგაცუ)
  • დეკემბერი - 十二月 (ჯუნიგაცუ)

ამასთან, ყოველ თვეს აქვს ტრადიციული სახელი, რომელიც დღემდე იხმარებაა, მაგალითად, პოეზიაში; თორმეტიდან, შივასუ დღესაც ყველაზე გავრცელებულია. წერილის ან მისასალმებელი სიტყვის პირველი პარაგრაფი როგორც წესი შეიცავს ერთ-ერთ ამ სახელთაგან, რათა მინიშნებულ იქნას ბუნების დრო. ზოგიერთ სახელს, როგორიცაა იაიოი და საცუკი, ორმაგი მნიშვნელობა აქვს და გამოიყენება ადამიანთა სახელებში (ქალთათვის). ამ თვეების სახელები შიგადაშიგ გამოჩნდება ხოლმე ჯიდაიგეკი-ზე, რაც ედოს პერიოდის ან უფრო ადრეულ სატელევიზიო წარმოდგენებს და ფილმებს ასახავს.

თვის დასახელება (გამოთქმა, პირდაპირი მნიშვნელობა):

  • იანვარი - 睦月 (მუცუკი, მოფერების თვე)
  • თებერვალი - 如月 ან 衣更着 (კისარაგი ან კინუსარაგი, სამოსის გამოცვლა)
  • მარტი - 弥生 (იაიოი, ახალი სიცოცხლე; გაზაფხულის დასაწყისი)
  • აპრილი - 卯月 (უზუკი, კურდღლის თვე)
  • მაისი - 皐月 ან 早月 ან 五月 (საცუკი, მოკლე თვე)
  • ივნისი - 水無月 (მინაცუკი ან მინაზუკი, წყლის თვე)
  • ივლისი - 文月 (ფუმიზუკი, წიგნის თვე)
  • აგვისტო - 葉月 (ჰაზუკი, ფოთლის თვე)
  • სექტემბერი - 長月 (ნაგაცუკი, გრძელი თვე)
  • ოქტომბერი - 神無月 (კან'ნაზუკი ან კამინაზუკი, უღმერთო თვე), 神有月 ან 神在月; (კამიარიზუკი, ღმერთის თვე – მხოლოდ იზუმოს პროვინციაში, სადაც გადმოცემით ყველა ღმერთი თავს იყრის ოქტომბერში ყოველწლიური თავშეყრისთვის იზუმოს ტაძარში.)
  • ნოემბერი - 霜月 (შიმოცუკი, ყინვის თვე)
  • დეკემბერი - 師走 (შივასუ, მღვდელთა თვე; ასე დაერქვა, რადგან მღვდლები განსაკუთრებით დატვირთული არიან წლის ბოლოს ლოცვებით.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]