მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იაპონიის მიწისძვრა (2011))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან
東北地方・太平洋沖地震
რუკაზე ნაჩვენებია მიწისძვრის ეპიცენტრი და მისი გავრცელების არეალი
12 მარტი, სენდაის ხედი ვერტმფრენიდან.
თარიღი 11 მარტი, 2011
დრო 05:46:23 (UTC+9)
(14:46 JST)
ხანგრძლივობა 5 წუთი.[1]
მაგნიტუდა 8.9 Mw
სიღრმე 24.4 კმ.
ეპიცენტრის მდებარეობა 38°19′19″N 142°22′08″E / 38.322° ჩ. გ. 142.369° ა. გ. / 38.322; 142.369კოორდინატები: 38°19′19″N 142°22′08″E / 38.322° ჩ. გ. 142.369° ა. გ. / 38.322; 142.369
დაზარალებული ტერიტორია იაპონიის დროშა იაპონია,
ცუნამი კი
მეწყერი კი
განმეორებითი ბიძგები მინიმუმ 813 (55 – 6.0 Mwზე მეტი)
მსხვერპლი 4,314-ზე მეტი დაღუპული, 8,606 დაკარგული[2][3]

მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან (იაპონ. 東北地方・太平洋沖地震[4]?) 8.9–9.0 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც 2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე მოხდა.[5][6] მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ტოჰოკუს რეგიონში არსებული ოშიკას ნახევრკუნძულიდან 130 კილომეტრში, მისი ჰიპოცენტრი კი დედამიწის ქერქში 24.4 კილომეტრის სიღრმეზე არსებულა.[7][8]

მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამის საშიშროება იაპონიის წყნაროკეანურ სანაპიროზე და სულ მცირე 20 ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის წყნაროკეანურ სანაპიროებზე.[9][10][11] ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყეს [6] იაპონიაში ტალღები ხმელეთში 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრნენ.[12]

იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა 14,063[2] ადამიანის გარდაცვალება, 4,916[2] ადამიანის დაშავება და 14,175[2] ადამიანის უგზო-უკვლოდ გაქრობა იაპონიის 16 პრეფექტურაში, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაცილებით დიდია.[13] მიწისძვრამ მიაყენა უმძიმესი ზარალი იაპონიას, მათ შორის მძიმედ დაზიანდა რკინიგზა და საავტომობილო გზები, დაინგრა რამდენიმე დამბა. 4.4 მილიონი საცხოვრებელი სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში დარჩა ელექტროენერგიისგან და 1.4 მილიონი წყლის გარეშე.[14] ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა,[15][16] რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცუა განხორციელდა[17] და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური; მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.[14][18][19] ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება, "AIR Worldwide" ზარალს $14.5 - $34.6 მილიარდად აფასებდა,[20] ხოლო "CNN"-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.[21]

სენდაის მიწისძვრის მაგნიტუდისა და შემდგომი მოვლენების გამო 2011 წლის მიწისძვრა ითვლება უძლიერესად იაპონიის ისტორიაში და შედის მსოფლიოს ხუთი უძლიერესი მიწისძვრის სიაში.[22][23][24] იაპონიის პრემიერ-მინსიტრმა ნაოტო კანმა შეაფასა მიწისძვრა როგორც "მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლის შემდეგ, ეს არის ურთულესი და უმძიმესი კრიზისი, რომლის წინაშეც იაპონია დამდგარა."[25]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. NBC Nightly News (11 მარტი, 2011)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Damage Situation and Police Countermeasures associated with 2011Tohoku district – off the Pacific Ocean Earthquake“, Japanese National Police Agency, 15 March 2011, 00:00 JST. წაკითხვის თარიღი: 14 March 2011. 
  3. 平成23年(2011年)東北地方太平洋沖地震の被害状況と警察措置“, Japanese National Police Agency, 15 March 2011, 00:00 JST. წაკითხვის თარიღი: 14 March 2011. 
  4. საქართველოში იაპონიის საელჩოს ოფიციალური საიტი
  5. Reilly, Michael (11 March 2011<!- – 17:22 GMT -->). „Japan's quake updated to magnitude 9.0“. New Scientist. წაკითხვის თარიღი: 11 March 2011. 
  6. 6.0 6.1 Tsunami warning center raises magnitude of Japan quake to 9.1. Honolulu Star-Advertiser. წაკითხვის თარიღი: 11 March 2011.
  7. Séisme et tsunami dévastateurs: plus de 1000 morts et disparus au Japon“, 11 March 2011. წაკითხვის თარიღი: 12 March 2011. (French) 
  8. Tsunami hits north-eastern Japan after massive quake“, BBC News, 11 March 2011. წაკითხვის თარიღი: 11 March 2011. 
  9. Tsunami bulletin number 3. Pacific Tsunami Warning Center/NOAA/NWS (11 March 2011). წაკითხვის თარიღი: 11 March 2011.
  10. Wire Staff. (11 March 2011)Tsunami warnings issued for at least 20 countries after quake. CNN. წაკითხვის თარიღი: 11 March 2011.
  11. PTWC warnings complete list. წაკითხვის თარიღი: 11 March 2011.
  12. Roland Buerk. Japan earthquake: Tsunami hits north-east. News. BBC. წაკითხვის თარიღი: 12 March 2011.
  13. Hiyama, Hiroshi. Blast at Japan nuke plant; quake leaves 10,000 missing. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან 16 March 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 12 March 2011.
  14. 14.0 14.1 World English. NHK (12 March 2011). წაკითხვის თარიღი: 12 March 2011.
  15. 2011/03/13 01:04 – Meltdown Caused Nuke Plant Explosion: Safety Body. E.nikkei.com. წაკითხვის თარიღი: 2011-03-13.
  16. Report: 2nd Japan nuclear meltdown likely under way - World news - Asia-Pacific - msnbc.com. MSNBC. წაკითხვის თარიღი: 2011-03-13.
  17. Official: 2 Japanese plants struggling to cool radioactive material“, CNN, 11 March 2001. წაკითხვის თარიღი: 12 March 2011. 
  18. Wire Staff. Report: Explosion at Japanese nuclear plant. World. CNN. წაკითხვის თარიღი: 12 March 2011.
  19. Huge blast at Japan nuclear power plant (with video of explosion)“, BBC News, 12 March 2011. წაკითხვის თარიღი: 12 March 2011. 
  20. Molly Hennessy-Fiske. (13 March 2011)Japan earthquake: Insurance cost for quake alone pegged at $35 billion, AIR says. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: 13 March 2011.
  21. Chris Isidore. (13 March 2011)Japanese earthquake could be most expensive ever. CNN. წაკითხვის თარიღი: 13 March 2011.
  22. Magnitude 8.9 – NEAR THE EAST COAST OF HONSHU, JAPAN 2011 March 11 05:46:23 UTC. United States Geological Survey (USGS). წაკითხვის თარიღი: 11 March 2011.
  23. 8.9 Earthquake in Japan, Tsunami Warning to Russia, Taiwan and South East Asia (11 March 2011). წაკითხვის თარიღი: 11 March 2011.
  24. Japan quake – 7th largest in recorded history (11 March 2011). წაკითხვის თარიღი: 11 March 2011.
  25. Japanese PM: 'Toughest' crisis since World War II publisher=CNN. World. წაკითხვის თარიღი: 13 March 2011.