იაპაკანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
იაპაკანი
Yapacaní
|
იაპაკანი — ქალაქი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტში. მდებარეობს მდინარე იაპაკანის დასავლეთ სანაპიროზე, ზღვის დონიდან 295 მეტრზე, დეპარტამენტის დედაქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერადან 100 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ქალაქი დაარსდა 1953 წლის 23 აგვისტოს.[1]
2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 21 622 ადამიანს.
იაპაკანის მიმდებარე ტერიტორიები მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია. ძირითადი კულტურაა ბრინჯი.
ქალაქი სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაში მდებარეობს. 2010 წლის 23 იანვარს, აქ დაფიქსირდა 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- World Gazatteer
- Ficha municipal de Yapacaní
- Comunidades aisladas a causa de los desbordes del río Yapacaní
- Coord. geográficas e imágenes satelitales de Yapacaní