იან ჰენდრიკ ოორტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


იან ჰენდრიკ ოორტი
დაბ. თარიღი 28 აპრილი, 1900
დაბ. ადგილი ფრანეკერი
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1992
გარდ. ადგილი ლეიდენი
სამეცნიერო სფერო ასტრონომია

იან ჰენდრიკ ოორტი (ნიდერლ. Jan Hendrik Oort; დ. 28 აპრილი, 1900, ფრანეკერი — გ. 5 ნოემბერი, 1992, ლეიდენი) — ნიდერლანდელი ასტრონომი. ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი (1935). 1924 წლიდან მუშაობდა ლეიდენის ასტრონომიულ ობსერვატორიაში. 1927 წელს ვარსკვლავებზე დაკვირვებით შეიმუშავა გალაქტიკის დიფერენციაციული ბრუნვის აღმოჩენის ბრუნვის მეთოდი, მანვე ამ გზით დაამტკიცა გალაქტიკის ბრუნვა. 1938 წელს შექმნა ვარსკვლავთა განაწილების სივრცული სიმკვრივის განსაზღვრის მეთოდი. იკვლევდა აგებულებასა და ვარსკვლავთშორის გარემოს. 1935-1948 წლებში იყო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გენერალური მდივანი, 1958-1961 წლებში კი პრეზიდენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]